ე.წ ქართული მარში

სანდრო ბრეგაძე ლგბტქი პრაიდის კვირეულს ემუქრება

ქართული მარში

ნეონაცისტური, ფაშისტური დაჯგუფება ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე იმუქრება, რომ თბილისში ლგბტქი პრაიდს არ დაუშვებს. თავის გამოსვლაში ქართული მარშის ლიდერი მხარდამჭერებს ძალადობისკენ და სპეცრაზმთან დაპირისპირებისკენ მოუწოდებს. 

"დღეს ტაბულა აქვეყნებს ოფიციალურ განცხადებას, რომ 18-23 ივნისს ლგბტ ორგანიზაციების მიერ დაგეგმილია გეი ფესტივალის ჩატარება... 
მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას. თუ უნდა სპეცრაზმთან ერთად წამოიყვანოს მამათმავლები და მათთან ერთად შეგვებრძოლოს ჩვენ. არავისი არ გვეშინია. სისხლის ბოლო წვეთამდე შეგებრძოლებით. ბოლომდე დაგიდგებით. ჩვენთვის იქნებით, ისეთივე დამპყრობლები, როგორიც იყო მე-11 არმია, როგორიც იყო ჯალალედინი, როგორიც იყო მურვან ყრუ, როგორიც იყო შაჰ-აბასი და როგორიც იყო აღა-მაჰმად-ხანი ხანი და სხვა მტრები, მოღალატეები. ისევე მოგეპყრობით როგორც ეპყრობოდნენ ჩვენი წინაპრები მოღალატეებს. არ გვეშინია  არც თქვენი ნიღბიანების და არც თქვენი სპეცრაზმის." - ამბობს სანდრო ბრეგაძე ქართული მარშის ფეისბუქ ლაივში

18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება. მას ორგანიზებას ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" გაუწევს. კვირეულის ფარგლებში 4 ღონისძიება გაიმართება: სოციალური თეატრი, რომელიც ფრანც კაფკას მეტამორფოზას წარმოადგენს, საერთაშორისო კონფერენცია, ღირსების მარში და პრაიდ-ფართი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული მარშის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს ხვალ გააკეთებს. 

კომენტარები