ტოლერანტობა

ქართულ მხარეს უნდა, UNESCO-მ “ქართული ტოლერანტობა” არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად ცნოს

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში UNESCO-ს გენერალურ მდივანს  შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქართული მხარის ინიციატივაა, რომ იუნესკომ ქართული ტოლერანტობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანოს.

“პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი იდენტობა, ისტორიულად, ტოლერანტობაში ვლინდება. სხვადასხვა წარმოშობის, მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება. საქართველო თუნდაც იმით არის ცნობილი, რომ აქ არ არსებობს ანტისემიტიზმის არც ერთი მაგალითი. ტოლერანტობა არის ის, რაც დღეს, გარკვეულწილად, დააკლდა მსოფლიოს. ჩვენ ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ გავხდეთ მაგალითის მიმცემი. 

ქართული მხარე გამოვიდა ინიციატივით, რომ იუნესკომ შექმნას მეორე კატეორიის ცენტრი, რომელიც რეგიონულ დონეზე დაფარავს ყველა იმ საკითხს, რომელსაც იუნესკო კურირებს” - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები