საქართველოს პარლამენტი

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

droa.ge

"მინისტრის საათის" ფორმატში, დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ. 

ცქიტიშვილი პირველი მინისტრია რომელიც ამ ფორმატში წარდგება. 

ის 2018 წელს შეაფასებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

"მინისტრის საათის" ფარგლებში პარლამენტი წელს 11 მინისტრს მოუსმენს. ეს ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატი, პლენარულ სესიაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.

კომენტარები