ცნობილი ადამიანები

ლედი გაგა და მისი საქმრო კრისტიან კარინო დაშორდნენ

0 კომენტარი
კრისტიან კარინო და ლედი გაგა

ლედი გაგა და მისი საქმრო, კრისტიან კარინო ერთმანეთს დაშორდნენ.

თავდაპირველად, ფანებს მათი დაშორების შესახებ ვარაუდი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ლედი გაგა გრემის დაჯილდოებაზე საქმროსა და ნიშნობის ბეჭდის გარეშე მივიდა.

ამჯერად, ჟურნალ People-ს წყვილის ახლო მეგობრებმა დაუდასტურეს, რომ ისინი მართლაც დაშორდნენ.

"ამან უბრალოდ არ იმუშავა, ურთიერთობები ხანდახან სრულდება. მათ ამბავს არ აქვს დრამატული ისტორია", - ამბობს წყარო.

ჯერჯერობით დაშორებასთან დაკავშირებით არც ლედი გაგას და არც კრისტიან კარინოს კომენტარი არ გაუკეთებია.

წყვილი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებოდა, 2018 წლის ოქტომბერში კი დაინიშნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები