კრიმინალი

შსს: გუშინ, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკლელობისას კიდევ ერთი პირი დაიჭრა

metro.us

გუშინ, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკლელობისას კიდევ ერთი პირი დაიჭრა, ეს ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, დაჭრილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები