შოთა არველაძის წარმატება

შოთა არველაძის ფახთაქორი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და ხავის გუნდს შეხვდება

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით, ფახთაქორმა აზიის ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. უზბეკებმა ალ ნასრი 2:1 დაამარცხეს და ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.

არველაძის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ალ აჰლის, ალ სადსა და პერსეპოლისს დაუპირისპირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალ სადი, სადაც კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდა ხავი ერნანდესი თამაშობს.

შოთა არველაძე ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2017 წელს დაინიშნა. ის უზბეკეთის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელადაა დასახელებული.

კომენტარები