შსს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის პატრულ-ინსპექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატრულ-ინსპექტორი დააკავა. ქ.ჩ-ს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს - პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორი ქ.ჩ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებს შსს.

დამატებით დეტალებს უწყება არ აკონკრეტებს.

კომენტარები