განათლება

5 წლის გოგოს მოკლედ შეჭრილი თმის გამო დასცინოდნენ, მასწავლებელმა თმა მის მსგავსად შეიჭრა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტექსასში, ბაღის მოსწავლეს, 5 წლის პრისცილას, ბავშვები თმის მოკლე ვარცხნილობის გამო დასცინოდნენ. მასწავლებელმა, შენონ გრიმმა, შენიშნა, რომ ბავშვი ხშირად იყო მოწყენილი და ტიროდა. მან აღმოაჩინა, რომ პრისცილას სწყინდა თმის ვარცხნილობის გამო ბიჭს რომ ეძახდნენ.

გრიმმა პრისცილას გასამხნევებლად თმა მის მსგავსად შეიჭრა. 

"არ მინდა, რომ პატარებს თვითშეფასება დაეწიოთ და იმის გამო არ უნდოდეთ აქ მოსვლა, თუ როგორ უყურებენ მათ სხვები, ან რას ეუბნებიან. მინდა, აბედნიერებდეთ აქ სიარული," - თქვა მან. შენონ გრიმმა ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ სწავლება არ კმარა, ხანდახან მაგალითით უნდა აჩვენო ბავშვებს, რომ მათ გვერდით ხარ.

 

კომენტარები