მაიკ ტაისონი

მაიკ ტაისონმა ზოოპარკის დაცვას £10 000 შესთავაზა, რადგან გორილასთან ჩხუბი უნდოდა

0 კომენტარი

მაიკ ტაისონმა, 1980-იან წლებში ზოოპარკის დაცვას 10 000 ფუნტი შესთავაზა, რათა გორილასთან ჩხუბის ნებართვა მიეღო, თუმცა დაცვამ მას უარი უთხრა.

მოკრივე The Sun-თან იხსენებს, რომ 1980-იან წლებში მან და მისმა ცოლმა ერთ დღეს ფული გადაიხადეს, რათა ზოოპარკი მათთვის გაეხსნათ და იქ მხოლოდ ისინი ყოფილიყვნენ, უეცრად კი ტაისონს გორილების გალიასთან ყოფნის დროს ყველაზე დიდ გორილასთან ჩხუბის იდეა მოუვიდა.

"როდესაც გორილების გალიასთან მივედით, ერთი გორილა ყველა სხვა დანარჩენს ჩაგრავდა, ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ, თუმცა მათი თვალები ძალიან დაუცველი იყო. ამიტომ, დიდ გორილასთან საჩხუბრად დაცვას 10 000 ფუნტი შევთავაზე, მან კი უარი მითხრა", - თქვა მაიკ ტაისონმა.

მაიკ ტაისონი ცნობილია, როგორც ცხოველების მოყვარული ადამიანი - მას ბევრი ცხოველი და ფრინველი, მათ შორის ვეფხვებიც კი ჰყავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები