კორუფცია ლიტვაში

ლიტვაში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში 8 მაღალი რანგის მოსამართლე დააკავეს

0 კომენტარი
ლიტვის პრემიერმინისტრი ფოტო: GETTY IMAGES

ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ლიტვაში 26 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 8 მაღალი რანგის მოსამართლე. 

დაკავებული მოსამართლეები სასამართლოს მაღალ ინსტანციებში მუშაობდნენ, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში. ლიტვის მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ დაკავებულებს შორის, ასევე, 5 ადვოკატია. 

მთავარი პროკურორი ედვინას პასილისი ამბობს, რომ ისინი ერთიანი სისტემით მოქმედებდნენ და სასამართლოში ვაჭრობა ჰქონდათ გამართული. 

ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ სააგენტომ ქრთამის აღების მტკიცებულებები იპოვა, რომელიც 1 000-დან 100 000 ევრომდე მერყეობდა. სააგენტოს განცხადებით, მოსამართლეების მოსყიდვით მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენდა, როგორც ადმინისტრაციულ, ისე სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში. 

Eurobarometer-ის 2017 წლის კვლევის მიხედვით, ლიტველების 93% თვლიდა, რომ კორუფცია ძალიან გავრცელებულია. ამ მონაცემებით ლიტვა მე-5 ადგილს იკავებდა ევროკავშირის ქვეყნებს შორის. მას წინ უსწრებდა საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი და ხორვატია. 

"დაუსჯელობის დრო დამთავრდა. ყველამ უნდა მიიღოს გაკვეთილი,"- დაწერა ლიტვის პრემიერმინისტრმა, საულიუს სკვერნელისმა, Facebook-ზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები