ლადო აფხაზავა

ბატიაშვილი: ლადო აფხაზავა წარმატებული და შემოქმედებითი პედაგოგის ნათელი მაგალითია

განათლების სამინისტრო

„ლადო აფხაზავა წარმატებული და შემოქმედებითი პედაგოგის ნათელი მაგალითია,“ - განათლების მინისტრმა ლადო აფხაზავას „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის მოხვედრა მიულოცა.  

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ქვეყნისთვის ძალიან საამაყოა, რომ ქართველი პედაგოგის ცოდნა და უნარები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

მინისტრის თქმით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანს, სწორედ ასეთი პედაგოგების ხელშეწყობა და წახალისება წარმოადგენს და სისტემაში მიმდინარე რეფორმა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია. ის მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა.

კომენტარები