გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი

გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა იტალიის სერია A-ს კიდევ ერთ კლუბს სურს

0 კომენტარი

სერია A-ს კლუბ გენუის "სამპდორიას" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სურს. ამ ინფორმაციას გამოცემა Mediaset.it-ი ავრცელებს.

"სამპდორიას" სიაში ახალი სახელია. ეს "გენტის" ქართველი ფლეიმეიქერი გიორგი ჩაკვეტაძეა" - წერს Mediaset-ი.

იტალიაში ჩაკვეტაძის სახელი პირველად არ გაჟღერებულა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გიორგი ჩაკვეტაძეს რომის "ლაციოს" და "რომას" უკავშირებდნენ.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 წლის ქართველმა 24 შეხვედრაში 5 გოლი და 8 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ჩაკვეტაძე ამჟამად ტრავმირებულია, მაგრამ მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.
 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები