Freedom House-ის ანგარიში 2019

რუსთავი 2-ის და IBSU-ს საქმეები Freedom House-ის ანგარიშში

mastsavlebeli.ge

Freedom House-ის ახალ ანგარიშში საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის გაანალიზებული. 

დოკუმენტში ვკითხულობთ: 

არის თუ არა მედია თავისუფალი? 

"საქართველოს მედია გარემო ძლიერი და კონკურენტულია, მაგრამ ხშირად მიკერძოებული.

2018 წელს ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის, რუსთავი 2-ის მფლობელობის შესახებ ხანგრძლივი სასამართლო დავა კვლავ არ იყო დასრულებული - გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. 

2017 წელს ECHR-მა დაადგინა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც რუსთავი 2 თავის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა და რომელიც მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიმართ სიმპათიით არის განწყობილი - უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ ევროპული სასამართლო საკითხის შესწავლას არ დაასრულებს და ხელისუფლების წარმომადგენლები გააფრთხილა, არ ჩაერიონ არხის სარედაქციო პოლიტიკაში. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება როგორც სასამართლოში პროცედურულ ხარვეზებთან, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. 

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ცოტა ხნის წინ განახორციელა პერსონალის ცვლილება, რაც გულისხმობს იმ მრავალი ადამიანის დაქირავებას, რომლებიც ივანიშვილის მოკავშირეებად მიიჩნევიან, მათ შორის ზოგიერთი ხელმძღვანელ პოზიციაზეა. სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა 2017 წელს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და შეშფოთება გამოხატეს ამ დანიშვნების, ასევე არხის კონტენტის შესახებ, რომელიც მთავრობის მიმართ ნაკლებად კრიტიკული გახდა. არხის ირგვლივ დაპირისპირება 2018 წელსაც გაგრძელდა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეაგირება მოახდინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე, რომელმაც, თავის მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელში აღმოაჩინა პრობლემები შესყიდვის, ხარჯვის და ინტერესთა კონფლიქტის ნაწილში. 

ასევე, სამოქალაქო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებენ ეროვნულ კომისიაში 2-დან 5-მდე წევრი არ აკმაყოფილებს აკადემიურ კრიტერიუმებს, რათა დაკავებულ პოზიციაზე მუშაობდნენ. 

არიან თუ არა ადამიანები თავისუფალი, ჰქონდეთ და გამოხატონ რელიგიური რწმენა საჯაროდ და არასაჯაროდ

რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული, მაგრამ ასევე, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს უნიკალურ პრივილეგიებს, პატრიარქის იმუნიტეტის ჩათვლით. საქართველოს რელიგიური უმცირესობები, მათ შორის იეჰოვას მოწმეები, ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები და მუსლიმები, არიან დისკრიმინაციის მსხვერპლები და მათ მიმართ მტრული განწყობაა, მათ შორის მართლმადიდებელი მღვდლებისგან და მრევლისგან, სახელმწიფო კი არასაკმარისად იცავს. რელიგიური უმცირესობის მრავალი ჯგუფი აწყდება სირთულეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სალოცავების აგების ნებართვის მოპოვების დროს. 

არის თუ არა აკადემიური თავისუფლება და განათლების სისტემა თავისუფალი პოლიტიკური ინდოქტრინაციისგან

აკადემიური თავისუფლება საქართველოში უმეტესად დაფასებულია. თუმცა, 2018 წლის აგვისტოში, საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქტივები და პირველ კურსელთა მიღება აუკრძალა, მიზეზად კი საგადასახადო დავალიანება დაასახელა. გადაწყვეტილება ოქტომბერში შეიცვალა, როდესაც დავალიანება უკვე გადახდილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი ირწმუნებოდა, რომ ჯარიმა მას არაკანონიერად დაეკისრა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფეტულა გიულენთან ასოცირდება, რომელიც თურქეთის მთავრობამ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერად დაასახელა. 2017 წელს, საქართველოს მთავრობამ დახურა გიულენთან ასოცირებული კიდევ 2 სკოლა და მიზეზად კანონდარღვევები დაასახელა. ამ ერთი შეხედვით არაპროპორციულმა და თვითნებურმა აღსრულება  გაზარდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ქმედებები თურქეთის მთავრობის ზეწოლის გამო განხორციელდა". 

Freedom House აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ქულა 4-დან 3-მდე ჩამოვიდა, შავი ზღვის უნივერსიტეტსა და ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან ასოცირებისთვის მთავრობის ზეწოლის გამო. 

არიან თუ არა ადამიანები თავისუფლები პოლიტიკასა და სხვა სენსიტიურ საკითხებზე თავიანთი აზრის გამოხატვის დროს, შიშის ან ანგარიშსწორების გარეშე? 

"საქართველოს მცხოვრებლები უმეტესად თავისუფლები არიან გამოხატვაში, მათ შორის ონლაინ კომუნიკაციით. თუმცა, დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ სხვადასხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონი აძლიერებს სახელმწიფო ორგანოებს, განახორციელონ მიყურადება და შეაგრვონ მონაცემები ადეკვატური დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს გარეშე. პერსონალური მონაცემების დაცულობის მომხრეებს კითხები აქვთ იმასთან დაკავშირებით, ესადაგება თუ არა ეს კანონები საკონსტიტუციო სასამართლოს ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებებს მიყურადების პრაქტიკასთან დაკავშირებით"

კომენტარები