აშშ

ამერიკაში, 2 წლის სმენადაქვეითებული გოგოს გამო სამეზობლომ ჟესტების ენა ისწავლა

ამერიკის შტატ მასაჩუსეტში, 2 წლის სმენადათქვეითებული გოგო გამო მისმა მთელმა სამეზობლომ ჟესტების ენა ისწავლა.

მშობლების თქმით, 2 წლის სამანტა სავიტსს ძალიან უყვარს ადამიანები და მათთან ჟესტების ენაზე კომუნიკაცია.

"მას მუდვიმად უნდა რომ ვიღაცებს ესაუბრებოდეს. მისი ხასიათი მაშინვე იცვლება, როდესაც ხედავს რომ არის ვიღაც, ვისაც მასთან საუბარი შეუძლია", - თქვა ბავშვის მამამ.

გოგო ეზოში ყოფნისას სულ ცდილობდა მის მეზობლებთან გამოლაპარაკებას, თუმცა მათგან ვერც ერთი ვერ ახერხებდა მისთვის პასუხის გაცემას, რაც მშობლების თქმით სამანტას სევდიან ხასიათზე აყენებდა.

როდესაც მეზობლებმაც შენიშნეს, რომ ბავშვთან კომუნიკაციის არარსებობა მის ცუდ ხასიათს იწვევდა, გადაწყვიტეს ჟესტების ენის საერთოდ მასწავლებელი დაექირავებინათ.

"ეს ლამაზი ისტორიაა - სამანტა უკვე სრულად ახერხებს ისაუბროს ოჯახთან და ხალხთან ჟესტების ენაზე", - თქვა მასწავლებელმა.

მეზობლებმა რამდენიმე თვის შემდეგ ჟესტების ენა სრულად ისწავლეს.

კომენტარები