პატრიოტთა ალიანსი

"სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის" დანაშაულებრივად გამოცხადებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

პარლამენტი

რეზოლუციის პროექტს, რომლის მიხედვითაც, "საქართველოში ნაციონალური მოძრაობის მმართველობა სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად უნდა გამოცხადდეს", პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. რეზოლუციას ხმა 45-მა დეპუატატმა მისცა, 16 იყო წინააღმდეგი.

რეზოლუციის პროექტი პატრიოტთა ალიანსის ინიციატივა იყო. 

დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ "რეზოლუციის მიღების მიზანს წარმოადგენს საქართველოში სამართლიანობის აღდგენა და დამკვიდრება, დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება და გამოაშკარავება, დამნაშავეების დასჯა". 

კომენტარები