გიგანტური ფუტკარი

1981 წლის შემდეგ პირველად მკვლევართა ჯგუფმა უოლესის გიგანტური ფუტკარი გადაიღო

0 კომენტარი

1981 წლის შემდეგ პირველად მეცნიერებმა უოლესის გიგანტური ფუტკარი გადაიღეს. გიგანტური ფუტკარი, დაახლოებით, ადამიანის ცერა თითის ზომისაა. ეს, შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის საშიშად ჟღერდეს, თუმცა მეცნიერები ძალიან ბედნიერები იყვნენ მისი აღმოჩენით ინდონეზიაში. 

ეს ფუტკრის ყველაზე დიდი სახეობაა და მეცნიერები თვლიდნენ, რომ ის შესაძლოა, გადაშენებულიყო. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მეცნიერებისთვის მკვლევართა ჯგუფის მიერ მწერს "კვლავ აღმოჩენა". ჯგუფმა გიგანტური ფუტკრის ფოტო და ვიდეო მასალა 25 იანვარს გადაიღო. 

მკვლევრების ჯგუფი აერთიანებს ბუნების ისტორიის ფოტოგრაფს, ქლეი ბოლტს, ენტომოლოგ ელაი ვაიმენს, ქცევით ეკოლოგ საიმონ რობსონსა და ორნითოლოგ გლენ ჩილტონს. ისინი წლების განმავლობაში შეისწავლიდნენ ფუტკარს და ინდონეზიის ტყეებში რამდენიმე დღის განმავლობაში დადიოდნენ, სანამ იპოვიდნენ მას. 

ამ აღმოჩენამ განაახლა იმედი, რომ შესაძლოა, რეგიონის ტყეები ამ იშვიათი სახეობისთვის სახლს წარმოადგენდეს. 

აქამდე მხოლოდ მათმა ორმა წინამორბედმა შეძლო გიგანტური ფუტკრის გადაღება. პირველი ბრიტანელი ალფრედ რასელ უოლესი იყო, რომელმაც მწერი 1858 წელს აღმოაჩინა და გადაიღო. სწორედ მისი სახელით არის ცნობილი ეს ფუტკარი. ხოლო, მეორე, ვინც უოლესის ფუტკრის გადაღება შეძლო, ენტომოლოგი ადამ მესსერი იყო 1981 წელს. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები