ცხოველები

ძაღლმა ლეკვების სიკვდილის შემდეგ ოპოსუმი იშვილა - ვიდეო

0 კომენტარი
ფოტო: CBS news

ძაღლმა, სახელად მოლიმ, რომელსაც მშობიარობის დროს ყველა ლეკვი მოუკვდა, ოპოსუმი იშვილა.

მან ოპოსუმი სახლის ეზოში გაიცნო და მალევე დაუმეგობრდა.

მოლი და პოსი [ოპოსუმის სახელი] ავსტრალიაში, მოილების ოჯახში ცხოვრობენ.

"ეს საკმაოდ უცნაური წყვილია. ჩემი აზრით, პოსმა იფიქრა რომ მოლი მისი დედა იყო, მოლიმ კი იფიქრა რომ პოსი მისი შვილი. ეს კარგად მოქმედებს მათ ხასიათზე, ორივეს ერთმანეთი ჭირდება, ამიტომ ეს ფანტასტიური ურთიერთობაა", - თქვა ელე მოილმა, ცხოველების პატრონმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძაღლი და ოპოსუმი დამეგობრდნენ - 2016 წელს ძაღლმა ოპოსუმი იშვილა, მას შემდეგ რაც მას დედა გარდაეცვალა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები