კოსმოსი

იაპონურმა ზონდმა ასტეროიდ რიუგუს ზედაპირიდან ნიმუშები შეაგროვა და დედამიწაზე ჩამოიტანს

იაპონური კოსმოსური ზონდი Hayabusa 2 ასტეროიდს რიუგუს მიუახლოვდა და ზედაპირზე სპეციალური მოწყობილობა დაუშვა.

მისი დაცემის შემდეგ ასტეროიდის სუსტი გრავიტაციული ველის გამო ზედაპირზე მდებარე ქვები გაიტყორცნება და მათ ზონდი დედამიწაზე ჩამოსატანად შეაგროვებს.

 

თუმცა, როგორც სამეცნიერო მისიამ საკუთარ ტვიტერზე დაწერა მათ ასტეროიდზე განსხვავებული ზედაპირი დახვდათ ვიდრე მოელოდნენ. მათი მილოდინით ზედაპირი ფხვიერი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის დიდი ქვებისაგან შედგება. მიუხედავად ამისა ზონდმა მისია წარმატებით დაიწყო და რამდენიმე კვირის განმავლობაში ნიმუშების შეგროვებას გააგრძელებს.

ზონდი ასტეროიდს 2019 წლის დეკემბერში დატოვებს და დედამიწაზე 2020 წელს დაბრუნდება.

რიუგუ C კლასის ასტეროიდია. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ Hayabusa 2 პირველი ზონდი იქნება, რომელმაც ამ კლასის ასტეროიდიდან ნიმუშები ჩამოიტანა. მეცნიერები მოელიან რომ ასტეროიდის ზედაპირზე წყლის და ორგანული მატერიების კვალი აღმოჩნდება.

კომენტარები