დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი: დეკანოზი ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში, გადაყჰავთ. ამის შესახებ ინფორმაციას მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ავრცელებს.

"როგორც შემატყობინეს დეკანოზი გიორგი მამალაძე გადაჰყავთ სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში ანუ ციხის საავადმყოფოში "რეზბალნიცაზე", - წერს ადვოკატი.

მისივე ცნობით, ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ექიმები ვერ ადგენენ დეკანოზის სრულყოფილი დიაგნოზის.

"სრულყოფილი დიაგნოზი ჯერ არ გააჩნიათ. ექიმები ვერ ადგენენ დიაგნოზს, არ არის ჯერ ექსპერტიზის დასკვნა, პირადი ექიმის განცხადებით, დეკანოზის საპატიმროში ყოფნა დაუშვებელია, რადგანაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მას ეს ყველაფერი მოუწყეს და ეხლა მიჰყავთ ისევ საპატიმროში. სამედიცინო კლინიკებში ვერ დაადგინეს ბოლომდე დიაგნოზი და ეხლა ციხის საავადმყოფოში რა უნდა დაადგინონ? დეკანოზი გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ხალხო გადავარჩინოთ დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლე", - ნათქვამია მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელეუბ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში, ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს.

ცნობისთვის, პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება-ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირდა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

კომენტარები