ტყუპი არველაძეების იუბილე

ამსტერდამის აიაქსმა შოთა არველაძეს დაბადების დღე მიულოცა

დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტყუპების - შოთა და არჩილ არველაძეების დაბადების დღეა. ამსტერდამის აიაქსმა ყოფილ ფორვარდს 46 წლის იუბილე "ტვიტერის" საშუალებით მიულოცა.

შოთა არველაძე აიაქსის შემადგენლობაში 1997-2001 წლებში თამაშობდა. მან ამსტერდამელების შემადგენლობაში 96 მატჩი ჩაატარა და 55 გოლი მიითვალა.

კომენტარები