აზიური ფაროსანა

ფაროსანას წინააღმდეგ კოორდინაციის მიზნით კომისია შეიქმნა, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს

სოზარ სუბარი
ტაბულა

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების კოორდინაციის მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა. მას პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. 

სამთავრობო კომისიაში შედიან - შს მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარების მინისტრი - მაია ცქიტიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია,ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მთავრობის სხვა წევრები. 

კომისიასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2019 წლის პროგრამაც დაამტკიცა.

"მოსალოდნელია, რომ 2019 წელს აზიური ფაროსანა შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდეს. მისი გავრცელების კონკრეტული არეალის და რიცხოვნობის პროგნოზი შეუძლებელია, თუმცა, შესაძლებელია ამ მაჩვენებელების მონიტორინგი და მავნებლის წინააღმდეგ ლოკალური ღონისძიებების ოპერატიულად გატარება" - წერია მთავრობის განკარგულებაში.

კომენტარები