ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას შექმნილი სამოსი აზიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. Vetements-ის ტანსაცმლით ხშირად ჩნდებიან კორეული პოპის შემსრულებლები.
მას შემდეგ, რაც გვასალიამ 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია გამოუშვა, კორეელ მომღერლებს ხშირად აცვიათ ტანსაცმელი ქართული წარწერებით.