ჩანასახის სამართლებრივი სტატუსი

საპატრიარქო ითხოვს, მუცლად მყოფ ჩანასახს სამართლებრივი სტატუსი მიენიჭოს

ტაბულა

საპატრიარქო ითხოვს, მუცლად მყოფი ჩანასახს სამართლებრივი სტატუსი მიენიჭოს. 

ამის შესახებ დღეს იმსჯელეს. 

„ჩვენი შეხვედრის მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ბავშვის სტატუსი განისაზღვროს, რომ ის წარმოჩნდეს და მისი სტატუსი განისაზღვროს, როგორც ჩანასახში არსებული პიროვნების. ასე არის ქრისტიანულადაც, ასე არის საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ კონსტატირებული და ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ. თანამედროვე მსოფლიო ამ მიმართულებით მიდის", - თქვა მამა გიორგი ფირცხელანმა რუსთავი 2-თან. 

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, კანონით მუცლად მყოფი ჩანასახი ზუსტად იგივე უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორითაც ჩვეულებრივი მოქალაქე.

„მნიშვნელოვანი არის ჩანასახის სტატუსის განსაზღვრა. ჩვენი კანონმდებლობა აღიარებს მემკვიდრეობით უფლებას, ეს არის ასახვა მისი სხვა დანარჩენი უფლებებისაც კანონში და ამიტომ შეიძლება ამ თემის უფრო მეტად განვრცობა საკანონმდებლო სფეროში, რომ სრული უფლებები, რითიც ვსარგებლობთ ჩვენ, გვქონდეს ჩანასახზეც. თუ კარგად გავაანალიზებთ, დავდგებით სურათის წინაშე - ყველაზე უფრო უსუსური და დაუცველი ადამიანი არის, უდიდესი ძალადობის ქვეშ, პირდაპირ სიკვდილის განაჩენის ქვეშ", - თქვა მამა ანდრია ჯაღმაიძემ

კომენტარები