რუსეთი

"სულელური" კომენტარებისთვის რუსეთის დუმა კანონმდებლებს საჯაროდ შეარცხვენს

0 კომენტარი
ფოტო: Moskva News Agency

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა ონლაინ "სირცხვილის კედლის" შექმნას გეგმავს, სადაც კანონმდებლების კომენტარები აისახება , რათა მათ "ლაპარაკამდე ფიქრი აიძულონ."

სახელმწიფო დუმას თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ დისკუსიის დროს გაკეთებულ ყალბ განცხადებებს დუმას ვებგვერდზე გამოაქვეყნებენ.

"თუ რაიმე სულელური ჩაიდინეთ, დაე ყველათვის თვალსაჩინო იყოს ეს უაზრობა" თქვა მან.

ვოლოდინმა აღნიშნა, რომ ამის შემდეგ ასეთი დეპუტატების პოლიტიკური პარტიები კონსულტაციას გაივლიან მანამ, სანამ განცხადებას ონლაინ გააზიარებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში დუმამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ინფორმაციაზე წვდომას შეზღუდავს და ინტერნეტში საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე არასანდო ინფორმაციის გავრცელებას აკრძალავს.

კანონით შეიზღუდება წვდომა იმ მასალებზე, რომლებშიც გამოვლინდება "შეუფერებელ ფორმებში საზოგადოების, ხელისუფლების, სახელმწიფოს ოფიციალური სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლების ორგანოების აშკარა უპატივცემულობა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები