დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ქანთარია: როგორც ქუხს ისე არ წვიმს, ასეა ამჟამადაც, არავის არავინ არ გაურიცხავს

ტაბულა

"არავის არავინ არ გაურიცხავს, ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა, იყო სხვა ძალიან მწვავე პრობლემები, რომლებიც არის და ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი", - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. ქანთარიას ცნობით, ივანიშვილი აპირებს, რომ უმრავლესობის სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს.

"როგრც ქუხს ისე არ წვიმს მოგეხსენებათ და ასეა ამჟამადაც, იყო შეხვედრა პარტიის თავჯდომარესთან ჩვენი გარკვეული ჯგუფის და იყო იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა. არავის არავინ არ გაურიცხავს, ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა, იყო სხვა ძალიან მწვავე პრობლემები, რომლებიც არის და ჩვენ ამაზე ინფორმაციაც გავიგეთ და გვქონდა საუბარი. პარტიის თავმჯდომარე აპირებს, რომ ასე უმრავლესობის სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს. განვიხილეთ სასამართლოს საკითხი და უამრავი სხვა საკითხი, იყო საუბარი უმრავლესობის მომავალზეც. წასვლა-მოსვლის საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში. პარტიის ლიდერის პოზიცია იყო ძალიან კონსტრუქციული, საქმიანი და პრაქტიკული", - თქვა ნუკრი ქანთარიამ.

ქანთარიას ცნობით, შეხვედრაზე საუბარი გუშინდელ დღეზეც იყო, - "რა თქმა უნდა იყო საუბარი გუშინდელ დღეზეც და ეს ყოველგვარი რაღაც დატუქსვების გარეშე მიმდინარეობდა."

ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში შეხვედრას ესქრებოდნენ კობა ნარჩემაშვილი, რევაზ არველაძე, გია ჟორჟოლიანი და ლევან კობერიძე.

კომენტარები