ჭიდაობის ფედერაცია

"გადადგეს გეგეშიძე!"- ჭიდაობის ფედერაციასთან ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"გადადგეს გეგეშიძე!" გეგეშიძე მოძალადეა! ხვალ მსხვერპლი შეიძლება გახდე შენ!",- ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან მოქალაქეების ნაწილი მოჭიდავე ზურა დათუნაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ გეგეშიძემ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

აქციის პარალელურად ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, სადაც სწორედ ამ შემთხვევას განიხილავენ.

11 იანვარს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძეს ხელში გარკვეული საგანი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს. თავად გეგა გეგეშიძე დარტყმის ფაქტს უარყოფს და დაპირისპირების ფაქტს "უფრო შეხლა-შემოხლას" უწოდებს. მას სასამართლომ აღკვეთოს ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები