ოქროს ჟოლოს დაჯილდოება

დონალდ ტრამპს კაცის როლის ყველაზე ცუდი შესრულებისთვის "ოქროს ჟოლო" გადაეცა

დონალდ ტრამპი
Getty

ანტიჯილდოს "ოქროს ჟოლოს" ორგანიზატორებმა, რომლებიც ყველაზე ცუდ ფილმებსა და მსახიობებს შესაბამის ჯილდოებს გადასცემენ, 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა, რომელთა შორისაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოხვდა საკუთარი თავის თამაშისთვის. 

ტრამპი ორ დოკუმენტურ ფილმში "ფარენჰაიტი 11/9" და "ერის სიკვდილში" იღებდა მონაწილეობას და ის კაცის როლის ყველაზე ცუდ შემსრულებლად დასახელდა. თუმცა, ეს ყველაფერ არ არის - ნომინაციაში "ყველაზე ცუდი დუეტი" ასევე ტრამპმა გაიმარჯვა "თავის უსასრულო არარაობასთან" ერთად. ტრამპმა ერთხელ უკვე მიიღო "ოქროს ჟოლო" 1991 წელს, როგორც მეორეხარისხოვანი როლის ყველაზე ცუდად შემსრულებელმა. 

ქალის როლის ყველაზე ცუდ მეორეხარისხოვან შემსრულებლებში აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპიც იყო ნომინირებული თავისი როლისთვის დოკუმენტურ ფილმში "ფარენჰაიტი 11/9", თუმცა ამ ნომინაციაში იმავე ფილმში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის პოლიტიკის საკითხების მიმომხილველი და სოციალოგი კელიან კონუეი დასახელდა საკუთარი თავის ყველაზე ცუდად შესრულებისთვის.

ქალის როლის ყველაზე ცუდი შემსრულებლის ჯილდო მაკკარტიმ მიიღო. წლის ყველაზე ცუდ ფილმად კი "ჰოლმსი და უოტსონი" დასახელდა. კომედიამ მეორე ნომინაციაშიც "ყველაზე ცუდი რიმეიქი, ასლი ან გაგრძელება" გაიმარჯვა. "ჰოლმსი და უოტსონის" რეჟისორი ითენ კოენი წლის ყველაზე ცუდ რეჟისორად დასახელდა, ხოლო ფილმში მონაწილე ჯონ რილი კაცის როლის ყველაზე ცუდ მეორეხარისხოვან შემსრულებლად დასახელდა.

50 Shades Freed კი, ყველაზე ცუდ სცენარად დასახელდა.

კომენტარები