აშშ-ში უკვე რამდენიმე კვირაა დიდთოვლობას ებრძვიან. წელს შტატებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი მოვიდა.
გათოვდა ლას ვეგასშიც. ამინდის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქში ასეთი რაოდენობის თოვლი ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მოვიდა. თოვლთან ერთად, ქალაქში ძლიერი ქარბუქია. სკოლებში სწავლა დროებით შეჩერდა. რამდენიმე საავტომობილო გზაზეც შეიქმნა პრობლემა.
2008 წელს ქალაქში 9 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდა, ახლა თოვლის სიმაღლე 7-8 სანტიმეტრია. რეკორდული მაჩვენებელი 1979 წლის 31 იანვარს დაფიქსირდა. მაშინ თოვლის სიმაღლე 18,8 სანტიმეტრი იყო.