ფეხბურთი

2018 წლის საუკეთესო მეკარე ბელგიელი ტიბო კურტუა გახდა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS), 2018 წლის საუკეთესო მეკარე დაასახელა. 

90 ქვეყნიდან წარმოდგენილმა ჟიურიმ, 181 ხმით, პირველი ადგილი მადრიდის რეალის ბელგიელ მეკარეს, 26 წლის ტიბო კურტუას მიაკუთვნა. მეორეზე, 109 ხმით, ტოტენჰემის მეკარე უგო ლორისი გავიდა, ხოლო მესამეზე ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი.

მეოთხეზე ასევე მადრიდის რეალის მეკარე ტეილორ ნავასია, მეხუთე ადგილზე, თანაბარი ხმით, იან ობლაკი (ატლეტიკო) და მარკ ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა) გავიდნენ. 

 

კომენტარები