ქართველი სპორტსმენები

ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა

0 კომენტარი

ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა.

ჩინეთის ქალაქ შანხაიში Kunlunfight-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ქართველმა კიკბოქსიორმა ფინალში მაროკოელი მარუან ტუტოჰი ხუთ რაუნდში დაამარცხა.

სპორტსმენმა ვიდეო მიმართვაც ჩაწერა, სადაც გულშემატკივრებს და გუნდის წევრებს მადლობას უხდის. 

"ჩვენ ეს ერთად შევძელით. თქვენ რომ არა, მე ამას ვერ შევძლებდი. ამას გულით გეუბნებით. მადლობა იმ მოტივაციისთვის, იმ თანადგომისთვის, რასაც მოსამზადებელ პერიოდში გამოხატავდით",- ამბობს ქირია.

ქირია 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, ქირიამ პირველად 2014 წელს, ხორვატიაში გამართულ ჩემპიონატზე K1-Glory ვერსიაში, მსუბუქ წონით კატეგორიაში მოიპოვა. 

მეორედ კი, 2017 წელს, პარიზში გამართულ ფრანგული კიკბოქსინგის (სავატე) მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები