25 წლის კაცმა ბანგლადეშში თვითმფრინავის გატაცება სცადა, ბორტზე 142 მგზავრი იმყოფებოდა

25 წლის პირმა ბანგლადეშის ავიახაზების თვითმფრინავის გატაცება სცადა. Biman Bangladesh Airlines-ი დაკადან დუბაის მიმართულებით მიფრინავდა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფაქტი ბანგლადეშის ქალაქ ჩიტაგონგის აეროპორტში მოხდა. სწორედ იქ ჰქონდა სატრანსფერო დაშვება თვითმფრინავს. 

თვითმფრინავის გატაცება მაშინ სცადეს, როცა ის ჩიტაგონგის აეროპორტში დაეშვა. ეჭვმიტანილმა მძევლად აიყვანა თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 142 მგზავრი. ისინი უკვე გაათავისუფლეს.

დაკავებულია 25 წლის ეჭვმიტანილი. ჯერჯერობით უცნობია, რატომ სცადა მან თვითმფრინავის გატაცება.

კომენტარები