საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: შევხვდი მის უწმიდესობას, კიდევ ერთხელ მივიღე ძლიერი სულიერი თანადგომა

საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე დაწერა.

"დღეს შევხვდი მის უწმინდესობას. ვისაუბრეთ ჩვენს ვიზიტებზე უცხოეთში. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაღალი ნდობა აქვთ საქართველოს მიმართ, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის უნდა გამოვიყენოთ.

ასევე, ვისაუბრეთ დიასპორის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან შეხვედრებზე, ქართველოლოგიის მიმართულების გაძლიერებასა და განვითარებაზე.

კიდევ ერთხელ მივიღე ძლიერი სულიერი თანადგომა, რაც ჩემს საქმიანობაში მეტ ძალას მმატებს" - წერს ზურაბიშვილი.

კომენტარები