ოსკარი 2019

"სამუდამოდ ვალში ვარ QUEEN-თან"- რამი მალიქის სიტყვა ოსკარის დაჯილდოებაზე

0 კომენტარი
ოსკარი 2019/რამი მალიქი

ოსკარის 91-ე ცერემონიაზე, 37 წლის მსახიობმა რამი მალიქმა, ფილმისთვის "Bohemian Rhapsody" მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ამერიკელი მსახიობისთვის ეს პირველი ოსკარია.

სიტყვაში, რამი მალიქმა თავის ოჯახზე, ჯგუფ Queen-ზე, ფრედი მერკურისა და ემიგრაციაზე ისაუბრა.

"ღმერთო ჩემო. დედაჩემი აქ არის, მიყვარხარ ქალბატონო. მადლობა ჩემს ოჯახს ყველაფრისთვის. მამაჩემმა ვერ მოასწრო ვენახე ასე, თუმცა მგონია ის ზევიდან მიყურებს და მხედავს. ეს მონუმენტური მომენტია - მე ყველას მადლობელი ვარ, ვისაც რაიმე წვლილი მიუძღვის ჩემს აქ ყოფნაში. მადლობა აკადემიას, მადლობა იმ ხალხს ვინც შანსი მომცა, მადლობა ყველას Fox-ში. ვიცი არ ვიყავი როლისთვის აშკარა არჩევანი, მაგრამ ვფიქრობ ამან იმუშავა. მადლობა Queen-ს, მადლობა რომ მომეცით უფლება ვყოფილიყავი პაწაწინა ნაწილი თქვენი ექსტრაორდინალური და ფენომენალური მემკვიდრეობის, სამუდამოდ ვალში ვარ თქვენთან. ჩემო გუნდო მიყვარხარ, თქვენ ჩემი თანაბრები ხართ, თქვენ ჩემზე უკეთესები ხართ, უთქვენოდ აქ არ ვიქნებოდი. ვფიქრობ, რა მოხდება პატარა რამისთვის [საკუთარი თავისთვის] რომ გეთქვათ ამ დღის შესახებ. ბავშვი ცდილობდა, რომ გამორკვეულიყო თავის იდენტობაში, მიმხვდარიყო ვინ იყო და ვფიქრობ, თუ ვინმე ცდილობს იდენტობის გარკვევას და სურს აღმოაჩინოს თავისი ხმა, მომისმინეთ, ჩვენ ფილმი გადავიღეთ ემიგრანტი ჰომოსექსუალი კაცის შესახებ, რომელმაც ყოველგვარი სინანულის გარეშე იცხოვრა ისე, როგორც უნდოდა. ფაქტი, რომ მე ფრედი მერკურისა და მის ამბავს თქეთან ერთად აღვნიშნავს, ნიშნავს რომ ჩვენ ლტოლვა გვაქვს ასეთი ამბების მიმართ. მე ეგვიპტიდან წამოსული ემიგრანტების შვილი და ოჯახში პირველი თაობის ამერიკელი ვარ. ჩემი ცხოვრების ნაწილი ამ წამს იწერება და ვერ ვიქნები უფრო მეტად მადლობელი იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჩემი სჯეროდა", - თქვა რამი მალიქმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები