სოციალური მუშაკები

ევროპული საქართველო, სოციალური მუშაკების თემაზე, ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველო ბავშვთა უფლებების საკითხებზე და სოციალური მუშაკების პრობლემებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს პარლამენტში იბარებს. ხოშტარიას თქმით, ბავშვთა დაცვის და სოციალური მუშაკების სფეროში ქვეყანას სერიოზული კრიზისი აქვს.

„ცოტახნის წინ სანზონაში მომხდარმა სასტიკმა შემთხვევამ, როდესაც გარდაიცვალა 4 წლის გოგონა, შეძრა მთელი საზოგადოება და მე ვფიქრობ რომ გარდა იმ ემოციური შოკისა რაც მივიღეთ ჩვენი ყველას ვალია, რომ დავფიქრდეთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ თუ არ გამოვიტანეთ სწორი გაკვეთილები და სახელმწიფომ თუ არ გაიაზრა რა უნდა გაკეთდეს, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი შემთხვევები, ჩვენ უბრალოდ შოკიდან შოკამდე ვიცხოვრებთ და ვერ გამოვასწორებთ ამ მდგომარეობას. ამ შემთხვევამ გამოიწვია სერიოზული კრიზისი სოციალური მუშაკების სისტემაში და დაგვანახა, რომ ზოგადად ბავშვთა დაცვის და ასევე სოციალური მუშაკების სფეროში ჩვენ გვაქვს სერიოზული კრიზისი. აქ არის საუბარი როგორც სოციალური მუშაკების არასაკმარის რაოდენობაზე, ასევე არასაკმარისს სერვისებზე. სატრანსპორტო საშუალებებიც არ არსებობს და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, სატრანსპორტო სერვისი ვინმეს კომფორტი კი არ არის, ეს არის ზუსტად ასეთი შემთხვევების თავიდან არიდება. პრაქტიკულად შეიძლება ძალიან მწვავე ვითარებაში სოც-მუშაკები ვერ მივიდნენ და ვერ მიასწრონ შემთხვევას, რომ დაიცვან ბავშვები საშინელი შემთხვევებისგან. სოც-მუშაკები ალაპარაკდნენ ამ თემაზე და ჩამოაყალიბეს
საკმაოდ ლეგიტიმური მოთხოვნები და აქ არ არის საუბარი მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, აქ არის საუბარი რა უნდა შეიცვალოს სისტემურად ამ სფეროში და არამხოლოდ სოც-მუშაკების სფეროში, აქ არის საუბარი უამრავ სერვისზე რომელსაც სახელმწიფო უნდა ქმნიდეს ბავშვთა დაცვისთვის, რაშიც გვაქვს სრული ჩავარდნა,"- ამბობს ხოშტარია.

ხოშტარიას თქმით, პარლამენტი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, რათა შესაძლოა შეიქმნას ჩიხური სიტუაცია, თუ სოციალური მუშაკები გაიფიცებიან, რაც მოსალოდნელია. 

"ჩვენ არ მოგვისმენია ჯანდაცვის სამინისტროს რაიმე მწყობრი პოზიცია, თუ რის შეცვლას აპირებს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯანდაცვის უახლოეს სხდომაზე დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი და ამ საკითხზე მოხდეს სერიოზული მსჯელობა და მოვისმინოთ პასუხები ამ კრიზისულ ვითარებაზე. როგორც მთლიანობაში ბავშვთა დაცვის სფეროში რას აპირებს სახელმწიფო, ასევე კონკრეტულად სოც. მუშაკებთან დაკავშირებული კრიზისიდან გამოსვლას როგორ გეგმავს,"- ამბობს ხოშტარია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები