აუდიტის სამსახური

აუდიტი: 2018 წელს 182 200 000 ლარის ღირებულების 12 კაპიტალური პროექტი არ შესრულებულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, 2018 წელს 182.2 მილიონი ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები არ შესრულებულა. 

12 კაპიტალური პროექტის შესასრულებლად ბიუჯეტიდან ჯამში 182 200 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა ის წლიურ გეგმასთან შედარებით 0%-ით შესრულდა. 

იმ პროექტებს შორის, რომლებიც გასულ წელს ვერ შესრულდა, ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობაა. 

12 პროექტი, რომლებზეც 2018 წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა:

ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა - გამოყოფილი იყო 11 000 000 ლარი. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობა - გამოყოფილი იყო 10 000 000 ლარი. 

მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა - გამოყოფილი იყო 5 000 000 ლარი. 

ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა- მოდერნიზაცია - გამოყოფილი იყო 25 000 000 ლარი. 

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა - გამოყოფილი იყო 53 000 000 ლარი. 

მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა - გამოყოფილი იყო 10 000 000 ლარი. 

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ20-კმ50 ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა - გამოყოფილი იყო 25 000 000 ლარი. 

საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი - გამოყოფილი იყო 1 000 000. 

ქობულეთის წყალარინების პროექტი - გამოყოფილი იყო 3 000 000 ლარი. 

თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტი - გამოყოფილი იყო 10 200 000 ლარი. 

აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - გამოყოფილი იყო 4 000 000 ლარი. 

თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22- კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა - გამოყოფილი იყო 25 000 000 ლარი. 

კომენტარები