ჰოლივუდი

სელმა ბლერი სკლეროზის დიაგნოზის შემდეგ წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა

ამერიკელი მსახიობი სელმა ბლერი დიდი პაუზის შემდეგ საზოგადოებაში გამოჩნდა. 

მსახიობმა რამდენიმე თვის წინ თავის ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და ფანებს უთხრა, რომ გაფანტული სკლეროზი აქვს. მსახიობი ამბობდა, რომ პირველი სიმპტომები ჯერ კიდევ 15 წლის წინ აღმოაჩინა და უკვე წლებია დაავადებას ებრძვის.

ბლერი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ოსკარის დასრულების შემდეგ გამართულ წვეულებაზე, Vanity Fair-ის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. ის კამერების წინაშე ხელჯოხით პოზირებდა.


ფოტო: huffingtonpost.
 

მისთვის ეს ძალიან ემოციური აღმოჩნდა და მსახიობმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. 

 

კომენტარები