ფარული ჩანაწერები

შსს: სპეკულაციაა, რომ კადრების შენახვა/გავრცელება შექმნა/ატვირთვაზე ნაკლებად მძიმეა

პროკურატურა

"სრულიად მიუღებელია ბოლო პერიოდში გავრცელებული სპეკულაციები იმასთან 
დაკავშირებით, რომ დანაშაულია მხოლოდ კადრების შექმნა და ატვირთვა, ხოლო 
კადრების შენახვა და გავრცელება ნაკლებად მძიმე ფაქტია," - შინაგან საქმეთა სამინისტრო ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება მოუწოდებს საზოგადოებას, მსგავსი კადრების 
მიღების შემთხვევაში, არ შეინახონ და არ გაავრცელონ აღნიშნული მასალა, არამედ წაშალონ დაუყოვნებლივ და აცნობონ სამართალდამცავებს. 

"წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები იძულებული იქნებიან დააყენონ როგორც ვიდეოს ამტვირთავის, ისე მისი შემნახავის და გამავრცელებლის პასუხისგებლობის საკითხი," - წერია შსს-ს განცხადებაში.  

განცხადებაში ასევე არნიშნულია, რომ საქმესთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის წესით ისჯება როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვა, ისე მისი შენახვა და ნებისმიერი ფორმით გავრცელება. კადრების შენახვა და გავრცელება ხელს უწყობს პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაულის მასშტაბების ზრდას. შესაბამისად, სრულიად მიუღებელია ბოლო პერიოდში გავრცელებული სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულია მხოლოდ კადრების შექმნა და ატვირთვა, ხოლო კადრების შენახვა და გავრცელება ნაკლებად მძიმე ფაქტია და სამართალდამცავები ასეთი ფაქტების მიმართ ლოიალურები უნდა იყვნენ. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მოქმედი კანონმდებლობით ისჯება როგორც კადრების ატვირთვა, ისე შენახვა და გავრცელება. ცხადია, ასეთი სპეკულაციები მხოლოდ ახალისებს ახალი დანაშაულის ჩადენას, მათ შორის არასრულწლოვანთა შორის," - წერია განცხადებაში. 

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე შსს-16 ახალგაზრდა 1 თებერვალს დააკავა. 16 ბრალდებულიდან 2-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, დანარჩენი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც კადრები ინბოქსში დაუდგენელი პირებისგან მიიღეს და ზოგიერთმა მათგანმა მეგობარს გადაუგზავნაპირად შეტყობინებაში. 

კომენტარები