სერენა უილიამსის კარიკატურა

მედიის მკვლევართა ავსტრალიური საბჭო: უილიამსის კარიკატურა რასიზმს და სექსიზმს არ გამოხატავს

მედიის მკვლევართა ავსტრალიური პრესის საბჭო, წინა წელს ავსტრალიური გაზეთის მიერ გამოქვეყნებული სერენა უილიამსის კარიკატურა მედიის სტანდარტებს არ არღვევს. 

ავსტრალიური პრესის საბჭოში, რომელიც ქართული "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" იდენტური ორგანიზაციაა, ავსტრალიური მედიის დარღვევებს ასაჩივრებენ, თუმცა ორგანიზაციას დაჯარიმების უფლება არ აქვს და გადაწყვეტილებებს პრინციპების დონეზე იღებს. 

მარკ ნაითის კარიკატურა Herald Sun-ის გაზეთში რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა. მასზე ასახულია ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, რომელიც გატეხილ ჩოგანზე ხტება, ხოლო მის გვერდით ბავშვის საწოვარა აგდია. კიდევ ერთი ჩოგბურთელი, ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული ნაომი ოსაკა კი ქერათმიან, თეთრკანიან ქალად არის წარმოდგენილი.

კარიკატურას ჩოგბურთელის ფანები, მხატვრები და ცნობილი ადამიანები აკრიტიკებენ. მათი თქმით, ის რასიზმის გამომხატველი და სექსისტურია.

თუმცა ნაითი და გაზეთის რედაქტორი ბრალდებას უარყოფენ და კარიკატურაში ვერც სექსიზმს და ვერც რასიზმს ხედავენ.

“კარიკატურა სერენას ცუდი საქციელის შესახებაა და არა რასის. ამ ნახატის შექმნა კვირა ღამეს, US OPEN-ის ფინალის ყურების შემდეგ გადავწყვიტე. დავინახე რომ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი უკონტროლო გახდა და ვიფიქრე ეს საინტერესო იქნებოდა", - ამბობს მხატვარი.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ნახატი "მის უილიამს შეურაცხყოფას არ აყენებს, მხატვარი spitting the dummy-ს გვანახებს, რაც ავსტრალიელი მკითხველებისთვის ნაცნობია და რასიზმის გამომხატველი არაა."

Spitting the dummy ავსტრალიური იდიომია, რომელიც სიტყვაციაზე გადამეტებულად, ჯიუტად და ბავშვურად ქმედებას გამოხატავს.

ნაითმა ავსტრალიურ მაუწყებლობას უთხრა, რომ მკვლევრების დასკვნის გამო "ძალიან ბედნიერია."

კომენტარები