ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან  1.53 თეთრით, ევროსთან კი - 2.43 თეთრით გაუფასურდა

კოლაჟი ტაბულა

ორთვიანი მცირე გამყარების შემდეგ, ბოლო ერთი კვირაა, საქართველოს ეროვნული ვალუტა თითქმის ყოველდღიურად უფასურდება. 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან  1.53 თეთრით, ევროსთან კი - 2.43 თეთრით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.6751 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო - 3.0405 ლარი.

საქართველოს ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც გაუფასურდა.

ლარს სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში გაუფასურების ტენდენცია ჰქონდა. ამ დროის მანძილზე ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია, პირიქით, სებ-მა დეკემბრის ბოლოდან დოლარის ყიდვა ინტენსიურად დაიწყო. 2019 წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან 135 მლნ დოლარი შეისყიდა. აღსანიშნავია, რომ დოლარის ყიდვის მიუხედავად, ლარი იანვარ-თებერვალში მცირედით მყარდებოდა.

კომენტარები