ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაიში რუსი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Facebook

დუბაის საერთაშორისო ტურნირი საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო. პირველ წრეში ქართველმა რუსი კარენ ხაჩანოვი 2 სეტში ანგარიშით 6:4 6:1 დაამარცხა.

მსოფლიო რეიტინგში ხაჩანოვი ამჟამად მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო ბასილაშვილმა მე-18 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე რობერტო ბაუტისტა აგუტისა და რამკუმარ რამანათანის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები