ოსკარი 2019

ტრამპმა რეჟისორი სპაიკ ლი ოსკარის ცერემონიაზე გამოსვლისას მის მიმართ რასიზმში დაადანაშაულა

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი / სპაიკ ლი ფოტო: NBC

ტრამპა Twitter-ზე რეჟისორი სპაიკ ლი მის მიართ რასიზმში დაადანაშაულა.

"მე მინდა შევაქო ჩვენი წინაპრებრები, რომლებმაც ისეთი ქვეყანა ააშენეს, როგორიც გვაქვს დღეს, აბორიგენების გენოციდთან ერთად... ყველანი  ჩვენ წინაპრებთან ვართ დაკავშირებულები. ჩვენ სიყვარულსა და სიბრძნეს დავიბრუნებთ..." თქვა ლიმ ოსკარის მიღების შემდეგ.

მან მაყურებლებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მობილიზებისკენ მოუწოდა:

"დაე ყველანი ისტორიის სწორ მხარეს დავდგეთ. მორალური არჩევანი არა სიძულვილის, არამედ სიყვარულის სასრგებლოდ გააკეთეთ..."

ლის თავის მოწოდებაში ტრამპი არ უხსენებია.

ტრამპის თქმით, მან ბევრად მეტი გააკეთა აფრიკელი ამერიკელებისთვის ვიდრე სხვა რომელიმე პრეზიდენტმა, ხოლო ლის სიტყვა "რასისტულ შეტევას" შეიცავდა:

"კარგი იქნებოდა სპაიკ ლის თავისი ჩანაწერების წაკითხვა შეძლებოდა, ან, უფრო უკეთესი, არ დასჭირვებოდა ამ ფურცლების გამოყენება, როდესაც პრეზიდენტზე რასისტულ განცხადებას აკეთებდა. პრეზიდენტზე, რომელსაც უფრო მეტი აქვს გაკეთებული აფრიკელი ამერიკელებისათვის (სისხლის სამართლის რეფორმა, უმუშევრობის ისტორიულად დაბალი მაჩვენებელი, გადასახადების შემცირება და ა.შ.) ვიდრე თითქმის ყველა სხვა პრეზიდენტს!" დაწერა მან.

სპაიკ ლიმ თავისი პირველი ოსკარი დღეს გამართულ 91-ე დაჯილდოვებაზე მოიპოვა, როდესაც "BlacKkKlansman" საუკეთესო ადაპტირებულ სცენარად დაასახელეს (ლიმ ჯილდო ჩარლი ვაჩლეტთან, დევიდ რაბინოვიცთან და კევინ ვილმოტან ერთად მიიღო). ფილმი ამერიკაში აფრიკელი ამერიკელების მიმართ რასიზმის თემატიკას ეხება და ტრამპის არჩევის შემდეგ მის გაძლიერებაზეც საუბრობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები