გუშინ, 24 თებერვალს, ოსკარის 91-ე ცერემონია ჩატარდა.
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში "Period. End of Sentence"-მა გაიმარჯვა, რომელიც რაიკა ზეტაბჩის მიერ არის გადაღებული.
ფილმი ფოკუსირებულია ინდოეთში მცხოვრები ქალების პრობლემებზე, რომლებსაც არ აქვთ წვდომა მენსტრუაციის დროს გამოსაყენებელ შესაბამის პროდუქტებზე და ეს მათ ცხოვრებას მნიშვნელოვან კვალს ატყობს - განსაკუთრებით კი მათ განათლებას
."მე არ ვტირი იმიტომ რომ მენსტრუაცია მაქვს. უბრალოდ, არ მჯერა რომ ფილმმა მენსტრუაციის შესახებ ოსკარი მიიღო", - თქვა რაიკა ზეტაბჩიმ ჯილდოს მიღებისას.
"Period. End of Sentence" ნეტფლიქსის გადაღებულია.