ყაჩაღობა

შსს: ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით წყალტუბოში ორი არასრულწლოვანი დავაკავეთ

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებულები ვ. ყ. და გ. კ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წყალტუბოში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ვ.ყ. და გ.კ. ქალაქ წყალტუბოში, ორ სასურსათო მაღაზიაში შეიჭრნენ და გამყიდველებს დანის მუქარით ფული მოსთხოვეს, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ," - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და ნიღბები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები