ძარცვა

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ქუჩაში მოქალაქეს ტელეფონი და ფული გასტაცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასპინძაში მოქალაქის გაძარცვის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.

"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ფ.ა. ასპინძაში ერთ-ერთ მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ქუჩაში თავს დაესხა. თავდამსხმელმა მოქალაქეს ძალადობის გამოყენებით კუთვნილი მობილური ტელეფონი და ფული გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ფ.ა. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ასპინძაში დააკავა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაძარცვი ტელეფონი",- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტებით, ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები