ბლექბერნის მცველის შედეგიანობა

ბლექბერნის მცველმა მიმდინარე სეზონში კუთხურიდან სამი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ინგლისის ჩემპიონშიპში ბლექბერნის მცველმა ჩარლი მალგრიუმ თავი კუთხურების შედეგიანი შესრულებით გამოიჩინა. შოტლანდიის ეროვნული ნაკრების 32 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პირდაპირ კუთხურიდან უკვე სამი გოლი გაიტანა.

ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონში მალგრიუს 25 მატჩი აქვს ჩატარებული და 9 გოლის ავტორია. გასულ სეზონში მან 14 გოლი მოაგროვა.

კომენტარები