ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინის 2.5 დღიანი მგზავრობა დასრულდა. რატომ გაიარა მან 3,000 კმ მატარებლით?

კიმ ჩენ ინი
Reuters

2.5 დღიანი მგზავრობის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ვიეტნამში ჩავიდა. მან ფხენიანიდან ჰანოიმდე 3,000 კილომეტრზე მეტი მატარებლით გაიარა. კიმმა მისი ოჯახის კუთვნილი ჯავშან-მატარებელი ვიეტნამის საზღვართან დატოვა და დედაქალაქამდე გზა მანქანით გააგრძელა.

ვიეტნამში ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. სამიტი 27-28 თებერვალს გაიმართება.

გავრცელებული ვარაუდით კიმმა მატარებლით ხანგრძლივი მგზავრობა იმის გამო გადაწყვიტა, რომ ჩინეთისათვის თვითმფრინავის თხოვნა არ სურდა.

გასულ წელს სინგაპურში გამართულ სამიტზე ჩასავლელად მას Boeing 747 ჩინეთმა ათხოვა, რადგან მისი კუთვნილი 40 წლის საბჭოთა წარმოების Ilyushin Il-62 თვითმფრინავი მგზავრობისათვის უსაფრთხო არ არის.

ჩინეთისაგან თვითმფრინავის თხოვების შემდეგ ეს ფაქტი მედიამ და ანალიტიკოსებმა ჩრდილოეთ კორეის და კიმის რეჟიმის ჩინეთზე დამოკიდებულების სიმბოლოდ აღიქვეს, რამაც კიმის გაღიზიანება გამოიწვია. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ არჩია მან ამ სამიტზე მატარებლით ჩასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის თითქმის 3 დღე დასჭირდა.


ფოტო: Businessinsider

კომენტარები