სურსათის ეროვნული სააგენტო

სეს: გამოვლენილი დარღვევების გამო, შპს "მადა" დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს მადაში გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა

"ინსპექტირებისას გამოვლინდა 9 კრიტიკული შეუსაბამობა - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, სურსათის შენახვის, წარმოება/გადამუშავების არასათანადო პირობები; კოროზირებული დანადგარები და ა.შ.- ამბობენ სეს-ში

მათივე ინფორმაციით, შპს "მადა" საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.

 

კომენტარები