LADY GAGA-სა და MADONNA-ს შორის მრავალწლიანი კონფლიქტი ოსკარის დაჯილდოებაზე დასრულდა

ლედი გაგასა და მადონას შორის წლების განმავლობაში არსებული შუღლი წლევანდელ ოსკარის დაჯილდოებაზე დასრულდა. როგორც ფოტოებიდან აშკარად ჩანს, პოპ სტარებმა მტრობა წარსულში მოიტოვეს.

კვირა საღამოს ლედი გაგა ოსკარის შემდგომ წვეულებაზე გამოჩნდა, სადაც ფოტოგრაფმა წლის საკულტო კადრი დააფიქსირა.

მომღერლებს შორის შუღლი პრესისა და ინტერვიუების მეშვეობით წლების განმავლობაში გრძელდებოდა. 2012 წელს მადონამ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა ლედი გაგას სიმღერაზე სახელად - "Born This Way", რომელიც 1989 წელს საკუთარ ჰიტს სახელად "Express Yourself"-ს შეადარა.

"მე და მადონა ძალიან განსხვავებულები ვართ, არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო მას, ის ყველა დროის, ყველაზე დიდი პოპ სტარია, მაგრამ მე ბევრ ინსტრუმენტზეც ვუკრავ და საკუთარ მუსიკასაც თავად ვწერ, ძალიან ბევრ საათს ვატარებ სტუდიაში, ვარ პროდიუსერი, მწერალი, რასაც მე ვაკეთებ განსხვავებულია", - თქვა ლედი გაგამ 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში.

ცოტა ხსნის წინ კი ლედი გაგას ცნობილი ფრაზა 100 ადამიანის ოთახში ყოფნაზე მადონამ კვლავ მის კოპირებად აღიქვა.

მაგრამ ეს ყველაფერი ოსკარის ღამეს ვარკსვლავებმა წარსულს მიაბარეს და ერთად აღნიშნეს გაგას დიდი გამარჯვება. ნომინაციაში საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის, A Star is Born-თვის დაწერილმა Shallow-მ გაიმარჯვა, რომელსაც ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა შეასრულეს.

კომენტარები