ემზარ კვიციანი

კვიციანი: პირველ ეტაპზე, ცენტრი იმ წყვილებს დაეხმარება, რომლებსაც მთაში ცხოვრება სურთ

parliament.ge

ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრის დამფუძნებელი ემზარ კვიციანი ამბობს, რომ ცენტრი თავდაპირველად იმ წყვილებს დაეხმარება, რომლებსაც სურთ მაღალმთიან რეგიონში იცხოვრონ.

კვიციანის თქმით, ის საკანონმდებლო ინიციატივითაც გამოდის, რომ მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებლის სტატუსის მიღების ვადები შემცირდეს.

"ახალი დაქორწინებული წყვილი, რომლებსაც უნდათ, რომ წავიდნენ მთაში, მამაპაპისეულ ოჯახში დაფუძნდნენ ისევე, გააღვივონ ცხოვრება, 9 თვე უნდა იყვნენ იქ ისე, რომ არანაირი დახმარება სახელმწიფოსგან არ მიიღონ. ეს უნდა შემცირდეს ერთ თვემდე, ერთი თვე რომ იცხოვრებენ იქ, რეგისტრირებულები იქნებიან იმ სოფელში და ერთი თვის მერე დაიწყება მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ამ ცენტრის ფუნქცია იქნება რა, რომ რა შემოსავლები და შემონადენიც ექნება თანხების, იმის და მიხედვით დაეხმარება, იმ რიგითობით, ვინც პირველი შემოიტანს განცხადებას",- ამბობს კვიციანი. 

18 თებერვალს, პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ემზარ კვიციანმა თქვა, რომ საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცენტრი, რომელიც შეყვარებულებს აღრიცხავს.

კვიციანის თქმით, ფონდი იზრუნებს ემიგრაციიდან იძულებით გამოძევებულ ადამიანებზე და იზრუნებენ ის ადამიანები, რომლებიც წარმატებულები არიან ემიგრაციაში და დაეხმარებიან. კვიციანმა იმედი გამოთქვა, რომ ფონდის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთვება და "მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს"

კომენტარები