გერმანია

გერმანიაში მაშველებმა საკანალიზაციო ჭაში გაჭედილი მსუქანი ვირთხა გადაარჩინეს [Video]

გერმანიის ქალაქ ბერნსჰაიმში მსუქანი ვირთხა საკანალიზაციო ჭიდან ამოძრომის დროს სახურავის ნახვრეტში გაიჭედა. 

მცირე ზომის ცხოველების ექსპერტთან ერთად, სამაშველო ოპერაციაში 8 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

როგორც მაშველები ამბობდნენ, ვირთხა ვერ ახერხებდა ამოძრომას და ვერც უკან დაბრუნებას. მისი გათავისუფლებას დიდი დრო დასჭირდა.

"ის ცხოველებიც, რომლებიც ბევრს ეზიზღება, პატივისცემას იმსახურებენ" – ასე უპასუხა ცხოველთა მაშველმა მაიკ სერმა კითხვას, თუ რატომ დახარჯეს ამდენი დრო და რესურსი ვირთხის გადასარჩენად.

საბოლოოდ, ვირთხა უვნებლად ამოიყვანეს და გაათავისუფლეს.

კომენტარები